Skip to content

Instantly share code, notes, and snippets.

@ixtk
Last active July 31, 2025 09:36
Show Gist options
  • Select an option

  • Save ixtk/acce9300d89591fed24c5b048ab414b1 to your computer and use it in GitHub Desktop.

Select an option

Save ixtk/acce9300d89591fed24c5b048ab414b1 to your computer and use it in GitHub Desktop.

ახალი თემები

  • სია - ელემენტების ერთობლიობა ([1, 2, 3], ['ben', 'rachel', 'donny'])
  • ობიექტი - ერთი "ელემენტი", რომელიც შეიცავს ნებისმიერი მნიშვნელობის რამდენიმე ატრიბუტს (მაგ.: const car = { color: "red", year: 2019 })
  • ციკლი, loop (ამ დავალებებში გამოიყენე for of loop)
  • ინდექსები - სიიდან/ტექსტიდან კონკრეტულ პოზიციაზე მყოფი ელემენტების წაკითხვა
image

მოცემულია string-ების (ტექსტის) სია (Javascript):

const cartItems = [
  'Laptop:1299',
  'Headphones:199',
  'Mouse:49',
  'Keyboard:89',
  'Monitor:249',
  'Webcam:109',
  'USB Hub:39'
];

HTML სია ცარიელია:

<ul></ul>
  1. Javascript-ით, cartItem სიის თითოეული ელემენტისთვის შექმენი li tag
  2. სიის თითოეული ელემენტიდან (რაც არის გადაბმული ტექსტი, 'Laptop:1299') split() ფუნქციით და ინდექსებით წაიკითხე ნივთის სახელი და ფასი და ცალ-ცალკე მუდმივებში (const) შეინახე
  3. ახალ შექმნილ li tag-ში ტექსტად ჩაწერე ნივთის სახელი და ფასი: Laptop - 1299 ₾
  4. ციკლის განმავლობაში ჯამურ თანხას დაუმატე კონკრეტული ნივთის ფასი
  5. ჯამური ფასის ტექსტი ჩაწერე ქვემოთა p tag-ში
  6. გასუფთავება ღილაკზე დაჭერით ყველა li tag და p tag უნდა წაიშალოს

cartItems სიაში 100 ელემენტიც რომ იყოს, ყველა ნივთი ავტომატურად უნდა დაემატოს HTML-ში.


image

მოცემულია ობიექტების სია (Javascript):

const phonebook = [
  { name: 'Chris', number: '1549' },
  { name: 'Li Kang', number: '9634' },
  { name: 'Anne', number: '9065' },
  { name: 'Francesca', number: '3001' },
  { name: 'Kai', number: '3010' },
  { name: 'Jada', number: '2282' }
]

HTML-ში ეს კონტაქტები არ ჩანს

ძებნის ღილაკზე დაჭერისას:

  1. წაიკითხე input-ში ჩაწერილი კონტაქტის სახელი
  2. phonebook სიის თითოეული ელემენტისთვის (for of ციკლი), შეამოწმე (if) უდრის თუ არა მოსაძებნი სახელი ციკლის ელემენტის სახელს
  3. თუ სახელები დაემთხვა (===) იმის მიუხედავად დიდი ასოებით შევიყვანთ თუ პატარათი და კონტაქტი მოიძებნა, ციკლი გაწყვიტე break-ით. p tag-ში გამოიტანე, მაგალითად: Kai's number is 3010.
  4. თუ სახელი არ მოიძებნა, p tag-ში ტექსტად გამოიტანე ben's number not found.
  5. გაასუფთავე input tag-ის მნიშვნელობა და გამოიძახე focus() ფუნქცია
Sign up for free to join this conversation on GitHub. Already have an account? Sign in to comment