ჯანსაღი ქომუნითის წესები:
- სანამ კითხვას დასვამთ, ცოტა ხანი (15 წუთი მაინც) ეცადეთ მოძებნოთ პასუხი თქვენივე ძალებით.
- არ იქნება სამართლიანი, რომ ვიღაცას დაეზაროს და მის მაგივრად სხვამ ხარჯოს დრო/ენერგია, ეს თქვენც არ გესიამოვნებათ. მოძებნისთვის შეგილიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ონლაინ საძიებო სისტემები როგორიცაა მაგალითად გუგლი.
- კითხვა გასაგებად ჩამოაყალბეთ, ჩანდეს რომ თქვენ უკვე ეცადეთ თქვენით გარკვევა და დაიცავით პირველი წესი. ახლა მართლა გჭირდებათ ქომუნითსგან დახმარების მიღება და თქვენ ამას იმსახურებთ!
- კოდის გაზიარებისთვის გამოიყენეთ ისეთი პლატფორმები როგორებიცაა Gist, codesandbox, jsfiddle, codepen და მისთანები.
- არ გააზიაროთ კოდის სკრინშოტი, რადგან რთულია ასეთ ფორმატში კოდის წაკითხვა და გარჩევა, მითუმეტეს თუ მთელი ეკრანის სქრინშოტია
- ეცადეთ მაგალითი გაამარტივოთ და მთელი აპლიცაკიის კოდის მაგივრად, კოდის ის ნაწილი გააშეაროთ, რომელიც კერძოდ ამ პრობლემასთან არის დაკავშირებული
- წერეთ ქართულად იმიტომ, რომ თვალისთვის ესე უფრო ადვილია კითხვა vidre ese inglisuri asoebit romelic realruad araa bunebrivi qartul enovani adamianistvis anu qartul teqsts ro kitxulob ra tore inglisuri reqsti ratqmaunda ese unda dawerot :d
- არ გააშეაროთ სტატია/ვიდეო ისე რომ ვერავინ ვერ გაიგოს რა არის დაკლიკების გარეშე, მიუთითეთ მცირე განმარტება თუ რის შესახებ არის. მინიმუმ აცალეთ რომ ლინკის პრევიუ ჩანდეს და + კარგი იქნება თუ მიაწერთ რატომ აშეარებთ საერთოდ
- თუ ვაკანსიის დაპოსტვა გსურთ, დაპოსტეთ ამ ჯფუფში: Tech jobs Georgia
რესურსები კარგი კითხვების დასასმელად: