Skip to content

Instantly share code, notes, and snippets.

@safareli
Last active April 1, 2020 13:04
Show Gist options
  • Save safareli/4dfed75dc5d7120a488c to your computer and use it in GitHub Desktop.
Save safareli/4dfed75dc5d7120a488c to your computer and use it in GitHub Desktop.

ჯანსაღი ქომუნითის წესები

  1. სანამ კითხვას დასვამთ, ჯერ ეცადეთ მოძებნოთ პასუხი თქვენივე ძალებით, 15 წუთი მაინც. მოძებნისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ონლაინ საძიებო სისტემა, როგორიცაა: google, duckduckgo, stackoverflow ან ამ ტექნოლოგიის დოკუმენტაცია.
  2. კითხვა გასაგებად ჩამოაყალბეთ, ჩანდეს რომ თქვენ უკვე ეცადეთ თქვენით გარკვევა და დაიცავით პირველი წესი და ნამდვილად გჭირდებათ ქომუნითსგან დახმარების მიღება.
    1. მაგალითი გაამარტივეთ და მთელი აპლიცაკიის კოდის მაგივრად, კოდის ის ნაწილი გააშეაროთ, რომელიც კერძოდ ამ პრობლემასთან არის დაკავშირებული. ეს ასევე აჩვენებს, რომ პრობლემა სწორედ გესმით.
    2. არ გააზიაროთ კოდის ფრაგმენტი პოსტში, რადგან facebook-ი ინდენტაციას აშორებს კოდს და დახმარების სურვილით აღჭურვილი პირისთვის რთულად წასაკითხს ხდის.
    3. კოდის გაზიარებისთვის გამოიყენეთ ისეთი პლატფორმები, რომლებიც საშუალებას იძლევა კოდი ვიზუალურად კარგად ჩანდეს (ფორმატირებულად, ფერებით) და თან დაკოპირება ან რედაქტირებაა შესაძლებელი. მაგალითად Gist, codesandbox, jsfiddle, codepen და ა.შ.
    4. თუ ერთ ხაზიან კოდს აზიარებთ შეგილიათ დატოვოთ პოსტად.
    5. არ გააზიაროთ მხოლოდ კოდის სკრინშოტი, რადგან სხვა ადამიანებს თავიდან მოუწევთ კოდის რედაქტორში აკრეფა. სქრინშოტის დადება შეიძლება, თუ გსურთ რომ ხალხმა მყისიერად აღიქვას კოდი, მაგრამ სასურველია, თუ თან დაურთავთ კოდს ზემოთ ნახსენები კოდის გასაზიარებელ პლატფორმების გამოყენებით. ამ შემხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ carbon.now.sh ან სქრინშოთი გადაუღოთ კოდს ისე, რომ დიდად და გამოკვეთილად ჩანდეს კოდი.
  3. წერეთ ქართულად იმიტომ, რომ თვალისთვის ესე უფრო ადვილია წასაკითხად vidre ase inglisuri asoebit.
  4. თუ სტატია/ვიდეოს აშეარებთ, დარწმუნდით რომ ლინკის პრევიუ ჩანს. სასურველია მიაწეროთ რატომ აშეარებთ: რა მოგწონთ? ან არ მოგწონთ? სხვების აზრი გაინტერესებთ თუ რაიმე სხვა, რომ აზრების გაცვლის და დისკუსიის პროვოცირება მოხდეს. გთხოვთ ასევე მიუთითეთ მცირე განმარტება თუ რის შესახებაა ეს რესურსი.
  5. თუ ვინმე არღვევს წესებს, ზრდილობიანად და დაცინივის გარეშე მიუთითეთ ამაზე.
  6. გულისხმიერად მოეკიდეთ ერთმანეთს, გვახსოვდეს, რომ ერთ დროს ყველა დამწყებები ვიყავით და ჩვენც ვუშვებიდით შეცდომებს.
  7. თუ გსურთ ვაკანსიის დაპოსტვა, გამოიყენეთ ეს ჯფუფში: Tech jobs Georgia.

რესურსები კარგი კითხვების დასასმელად:

@tatocaster
Copy link

👍

Sign up for free to join this conversation on GitHub. Already have an account? Sign in to comment